6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

კრამერი: EU-მ უნდა მიანიჭოს სტატუსი საქართველოს, ამავდროულად დაასანქციროს ოცნების წევრები

პოპულარული

ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ კრამერის განცხადებით, საქართველოში რუსეთის გავლენების მიმართ ამერიკის აღქმა ყველაზე უკეთ სახდეპის იმ განცხადებაში ჩანს, რომლითაც ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დასანქცირდა. ამის შესახებ კრამერმა პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროპარლამენტარები, საერთაშორისო ექსპერტები და ქართული კვლევითი ორგანიზაციები.

კრამერმა ისაუბრა ქართული ოცნების საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე და თქვა, რომ წუხს ქართული ოცნების პოლიტიკურ მიმართულებაზე, თუმცა მოხიბლულია ქართველი ხალხით.

კრამერი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა მიიჩნევს, რომ საჭიროა “მკაცრი პირობები” და ქართული ოცნების წევრების ინდივიდუალური სანქცირება.

“ფარცხალაძე არის დაახლოებული პირი ახლანდელ გენერალურ პროკურორთან და ასე, რომ ვფიქრობ, ეს სანქცია აშშ-ის მხრიდან მნიშვნელოვანნი მესიჯის მატარებელია. მას წინ უძღოდა მოსამართლეების დასანქცირებაც, ასევე პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის. ამავდროულად, პრემიერმინისტრი ბეიჯინგში ვიზიტისას საუბრობდა ჩინეთთან პარტნიორულ ურთიერთობაზე. ამის პარალელურად კი, ვხედავთ თავდასხმებს აშშ-ზე. კონკრეტულად აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ, რაც არის გაუგონარი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან.

ძალიან ვწუხვარ, რომ ვხედავთ მიმართულებას, რომლითაც ქართულ ოცნებას მიჰყავს ქვეყანა, მაგრამ ასევე, მოხიბლული ვარ ქართველი ხალხით, რომელიც ძალიან პროევროპული, პროდემოკრატიული და ასევე, უკრაინის მხარდამჭერია. ასე, რომ ამ ყველაფერზე დაყრდნობით მივიჩნევ, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს, მაგრამ მკაცრი პირობებით და ამავდროულად, უნდა დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ოფიციალურ პირებს ქართული ოცნებიდან”- თქვა კრამერმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები