3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

კორუფციის რისკის ეჭვებს აჩენს – ქეთევან ენუქიძე “ოცნების” ყულაბაზე

პოპულარული

 

“შეაჩერე კორუფციას” დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” ყულაბა შესაძლოა, კორუფციული გზებით ივსებოდეს. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ მმართველ პარტიას ფულს თანამშრომლები ურიცხავენ, ეჭვებს ბადებს.

“ეს არის, საერთოდ, აპრობირებული მეთოდი, ამას ძალიან დიდი ხანია მიმართავენ, იმიტომ, რომ ერთიანად რომ არ დაფიქსირდეს დიდი თანხა, თანამშრომლებზე ანაწილებენ. კომპანიის თანამშრომლებზე როდესაც ნაწილდება თანხა, ეს, რა თქმა უნდა, უკვე იწვევს კორუფციის რისკის ეჭვს, იმიტომ, რომ ბუღალტერი იქნება თუ რომელიმე შედარებით უფრო  დაბალი რანგის თანამშრომელი, როდესაც უცბად საიდანღაც გამოჩხრეკს თანხას, რომელიც შეიძლება ჰაერში გადაყაროს, მილიარდერის პარტიას გადაურიცხოს, ეჭვებს, რა თქმა უნდა, აჩენს, – ამბობს ქეთევან ენუქიძე. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები