კოკა-კოლამ NFT კოლექცია გამოუშვა, სახელწოდებით „Masterpiece”.

NFT კოლექცია ეფუძნება ფირმის ბოლოდროინდელ სარეკლამო კამპანიას, რომელიც ნაწილობრივ შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
Coca-Cola-ს ტოკენები აერთიანებს დამწყები მხატვრების ნამუშევრებს და ცნობილ ხელოვნების ნიმუშებს, ისეთებს როგორებიცაა, ედვარდ მუნკის „ყვირილი“ და იან ვერმეერის „გოგონა მარგალიტის საყურით“.
ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია რვა განსხვავებული NFT, რომელთა ფასი მერყეობს 0.0011 ETH-დან 0.014 ETH-მდე, რომლებიც იქმნება mint.fun პლატფორმის მეშვეობით.