6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

კობიაშვილი კვარაცხელიაზე: ადამიანური შეცდომით იყო გამოწვეული, ამას ვეღარაფერს ვუშველით

პოპულარული

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის გამოტოვებას ეხმაურება და ამბობს, რომ “მომხდარი ფაქტი ადამიანური შეცდომით იყო გამოწვეული, თუმცა ამას ვეღარაფერს ვუშველით”.

კობიაშვილმა იმედთან თქვა, რომ დაშვებული იყო ძალიან დიდი და უხეში შეცდომა, რაც სამწუხარო ფაქტია.

“ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ვწუხვართ ამაზე. ხვიჩა განსაკუთრებული ფეხბურთელია და მისი არყოფნა, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი არის ჩვენი გუნდისთვის, ისევე როგორც ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრის დანაკლისი. ნებისმიერი მოთამაშე ჩვენს გუნდში არის მნიშვნელოვანი ფიგურა და, შესაბამისად, თითოეული მათგანის დანაკლისი ჩვენთვის ძალიან რთული და მძიმე.

თუმცა, რა თქმა უნდა გეთანხმებით იმაში, რომ მომხდარი ფაქტი აბსოლუტურად ცუდია, ეს ადამიანური შეცდომით იყო გამოწვეული, თუმცა ამას ვეღარაფერს ვუშველით. მოცემულობა გვაქვს ის, რაც არის. დღეს ჩემთვის მთავარია, რომ ზუსტად იმაზე გავაკეთოთ აქცენტები, რომ მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს 21 მარტს და ზუსტად ამ თამაშამდე მოვედით ამ ერთიანობით. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს მარტში. დარწმუნებულები ვართ, რომ ძლიერი, მობილიზებული გუნდი გვეყოლება მოედანზე, რომელიც ამ თამაშის მოგებას შეძლებს.

დარწმუნებული ვარ და მჯერა ჩვენი გუნდის, ნებისმიერი ჩვენი ფეხბურთელის და ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ 21 მარტს ჩვენი გუნდი დაამარცხებს ლუქსემბურგის ნაკრებს და 26-ში უკვე ხვიჩასთან ერთად ვითამაშებთ ფინალს და მივაღწევთ იმ წარმატებას, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს”, – თქვა კობიაშვილმა. მის კომენტარს იმედი ავრცელებს.

20 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ ვალიადოლიდში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, საკვალიფიკაციო რაუნდში მიღებული მესამე ყვითელი ბარათის გამო, ეროვნული ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები