7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

კობახიძე ცხოვრებაში არ ჩასულა ოკუპაციის ხაზთან და ორბანი რომ ჩაეყვანა, უცნაური იქნებოდა – სამადაშვილი

პოპულარული

“კობახიძე ცხოვრებაში არ ჩასულა ოკუპაციის ხაზთან და ორბანი რომ ჩაეყვანა, უცნაური იქნებოდა” – ასე ეხმაურება “ლელო საქართველოსთვის” წევრი, სალომე სამადაშვილი ორბანის ვიზიტს საქართველოში და მის არჩასვლას საოკუპაციო ხაზთან.

ოპოზიციონერის თქმით, ორბანი სწორედ ის პოლიტიკოსია, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოსნაირმა პატარა ერებმა რუსეთის ჩრდილქვეშ უნდა იცხოვრონ.

სამადაშვილი ამბობს იმასაც, რომ დღეს ვიქტორ ორბანი ევროკავშირში რუსეთის მთავარი მოკავშირეა.

ვიქტორ ორბანი არის ის პოლიტიკოსი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის ჩრდილში უნდა იცხოვრონ ჩვენნაირმა პატარა ერებმა და ფაქტობრივად უნდა შევეგუოთ რუსეთს ოკუპაციას და რუსეთის დომინაციას, ამიტომ გაუგებარი არის, რატომ უნდა ჩასულიყო ეს ადამიანი, რომელიც დღეს ევროკავშირში რუსეთის მთავარი მოკავშირეა საოკუპაციო ხაზთან. ჩვენ გვყავს ის მმართველი პარტია, რომლის თავმჯდომარეც მაგალითად ბატონი კობახიძე ცხოვრებაში არ არის ჩასული ოკუპაციის ხაზთან და მიმდებარე ტერიტორიებში და ორბანი, რომ ჩაეყვანა ამ პარტიას იქ ძალიან უცნაური იქნებოდა”, – ამბობს “ლელო საქართველოსთვის” წევრი, სალომე სამადაშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები