6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი “კოჭლი ბატია”, მე რომ ვთქვა, პრემიერი კოჭლი ინდაურია, სხვადასხვა შეფასებას მისცემენ – გოცირიძე

პოპულარული

ცენზურის კანონის მიღებას კრიტიკულად აფასებს “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე რომან გოცირიძე. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ კანონს ხელისუფლება კრიტიკული მედიასაშუალებების შესავიწროებლად გამოიყენებს.

“პროპაგანდისტული სახელისუფლებო მედია გათავისუფლებული იქნება ყოველგვარი ჯარიმებისგან, ხოლო კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ყოველგვარი გამონათქვამი იქნება დასჯის ობიექტი.
ვიხუმრე, მაგრამ ირაკლი კობახიძე რომ გამოდის და ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის კოჭლი ბატი, მე რომ ახლა ვთქვა, რომ პრემიერ-მინისტრი არის კოჭლი ინდაური, ერთ შემთხვევაში იტყვიან, ეს ხომ არის პოლიტიკური ლექსიკა, მეორე შემთხვევაში სხვა რამეს. ეს ყველაფერი კეთდება წინასაარჩევნოდ. მე მაქვს განცდა, რომ რაღაცას გამოაგორებენ, სტატუსის მიღების წინ ისეთ რამეს გააკეთებენ, რაც მეხივით დაგვეცემა. დეკემბრამდე სულ იმის განცდა მაქვს, რომ რამე ისეთი არ გააკეთონ, რაც იქნება რუსეთის სასარგებლო და ერთგულების დამტკიცება, ეს პატარა შანსი, სტატუსისა მიღების უკუ არ შეაქციონ,“ – ამბობს რომან გოცირიძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები