3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

კმაყოფილი ვარ, რომ “გამარჯვების კოალიციაში” ვაშაძე თავის გუნდთან ერთად არის წარმოდგენილი – სააკაშვილი

პოპულარული

“კმაყოფილი ვარ, რომ „გამარჯვების კოალიციაში“ გიორგი ვაშაძე თავის ძალიან ნიჭიერ გუნდთან ერთადაა წარმოდგენილი” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საკუთარ წერილში აღნიშნა.

მიხეილ სააკაშვილი დადებითად აფასებს 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიას, რომელსაც გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობდა:

მე სულ მახსოვს გიორგი ვაშაძის წვლილი ქართული იუსტიციის სახლების შექმნაში და უკრაინაში მის მიერ ქართული რეფორმების საუკეთესო კუთხით წარმოჩენაში.

ჩვენს გაერთიანებაში ახლა ერთ-ერთი ლიდერია გიორგი ვაშაძე. მე ზოგიერთი სულ მახსენებს მის კრიტიკულ გამონათქვამებს ჩემს მიმართ, მაგრამ მე პირადად უფრო მახსენდება მისი 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბრწყინვალე ხელმძღვანელობა, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ პრაქტიკულად, პირველ ტურში მოიგო. მე სულ მახსოვს მისი წვლილი ქართული იუსტიციის სახლების შექმნაში და უკრაინაში მის მიერ ქართული რეფორმების საუკეთესო კუთხით წარმოჩენაში.

ამიტომ მე მასთან ბევრად მეტი მაერთიანებს, ვიდრე მყოფს და კმაყოფილი ვარ, რომ გამარჯვების კოალიციაში ის თავის ძალიან ნიჭიერ გუნდთან ერთადაა წარმოდგენილი.“ – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები