“კაცი ხელებში მომიკლეს, მე დამადეს ბორკილები და წამიყვანეს იზოლატორში” – ლევან დოთიაშვილი

ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი ფორმულასთან თამაზ გინტურის მკვლელობის დღეს იხსენებს – ის აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ოკუპანტმა თამაზ გინტური მოკლა, რამდენიმე მათგანი მოვიდა და ის იზოლატორში წაიყვანა. დოთიაშვილის თქმით, მას დაზიანებები ცხვირზე აქვს მიყენებული.
“ჩემი უფროსი ძმაც იყო, ოჯახის წევრიც იყო და ყველაფერი იყო. თუ ვინმეზე გული დამწყდა, პირველი თამაზია. საქართველოს მაგარი ვაჟკაცი კაცი დავკარგეთ და ვწუხვარ ძალიან. კაცი ხელებში მომიკლეს, კი დავინახე თითქმის ყველაფერი, ესროდნენ და მომიკლეს ხელებში. ეგ ერთი იყო, ვინც მოგვიკლა თამაზი, იმის მერე რამდენიმე მოვიდა. მე დამადეს ბორკილები და წამიყვანეს ცხინვალის იზოლატორში. ცხვირთან მაქვს დაზიანება მეტი არა”, – აღნიშნა მან.