3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

კაცი, რომელმაც ცოლი დაჭრა, ახალგაზრდა კაცი კი დედის თვალწინ ჩაცხრილა, ციხიდან 2 თვის წინ გამოუშვეს – რა მოხდა საგარეჯოში

პოპულარული

საგარეჯოში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ “პირველებისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი – ირკვევა, რომ კაცი, რომელმაც ცოლი დაჭრა, ახალგაზრდა კაცი კი დედის თვალწინ ჩაცხრილა, ციხიდან 2 თვის წინ გამოუშვეს.

როგორც “პირველებს” უყვებიან,  იაკუბ ხიხავაროვი სასჯელს შემკავებელი ორდერის დარღვევის და ცოლზე ძალადობის გამო იხდიდა.

მოკლულია – 36 წლის იაშარ ჯაფაროვი, რომელიც სახლში უკვე გადაასვენეს.

ირკვევა, რომ მოკლული და გაქცეული პირი ერთმანეთთან მეგობრობდნენ, თუმცა ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქალი იაკუბ ხიხავაროვს გაშორდა და იაშარ ჯაფაროვთან გადავიდა საცხოვრებლად.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით დაიწყო.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები