1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

კაბუ გაქცეული იყო საფრანგეთში იმიტომ, რომ ბიძინას და ბერას მიმართულებით ღიღინებდა – მშვილდაძე

პოპულარული

„დაუსჯელობაზე რა უნდა ვქნათ, ვცდილობთ, რომ მოვიტანოთ ამ ქვეყანაში ისეთი ცვლილებები, სადაც დანაშაული დაუსჯელი აღარ დარჩება, ამ ხელისუფლების პირობებში უბრალოდ გულუბრყვილობაა,“ – ეს განცხადება ტელეწამყვანმა მიშა მშვილდაძემ „რეაქციაში“ გააკეთა.

მშვილდაძის თქმით, ხელისუფლების ცვლილებაა მთავარი, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები არ მოგვარდება. მიშა მშვილდაძემ მომღერალ კაბუს საქმეზეც ისაუბრა.

“კაბუ რომ არის ახლა ამ როლში, ეგეც ირონიული მგონია, იმიტომ, რომ კაბუ გაქცეული იყო საფრანგეთში, სამუშაოს საძიებლად კი არ იყო წასული, გაქცეული იყო იმიტომ, რომ რაღაცას ღიღნებდა არაკორექტული მიმართულებით ბიძინას და ბერას მიმართულებით – რას გავხართ ყველა, ამას ღიღინებდა, მოუწია გაქცევა. ის მოძალადე არ არის მხოლოდ, მსხვერპლიც არის ამავე სისტემის, რომელიც საკუთარი ძალის დემონსტრაციისთვის იყენებს ახლა კაბუს. მთელი უბერება ამაშია, ვერც გაბრაზდები, ამიტომ კაბუზე პირადად არვ ვლაპარაკობთ, რომელიც თავის დრამას მიაგორებს, ცდილობს რაღაცას, წვალობს და ნერვები არ ჰყოფნის. აქ ბოროტი არის სისტემა და ქალზე ძალადობა, საერთოდ ძალადობა როგორ შეიძლება.
დაუსჯელობაა აქ მთელი უბედურება, დაუსჯელობა ბოროტების – ა რა უნდა ვქნათ, დაუსჯელობაზე რა უნდა ვქნათ, ვცდილობთ, რომ მოვიტანოთ ამ ქვეყანაში ისეთი ცვლილებები, სადაც დანაშაული დაუსჯელი აღარ დარჩება, ამ ხელისუფლების პირობებში უბრალოდ გულუბრყვილობაა,“ – ამბობს მშვილდაძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები