7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

იძებნება ყოფილი პრემიერების დამალული განკარგულებები – რატომ არ გასაჯაროვდა დოკუმენტები?

პოპულარული

ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე არცერთი დამალული განკარგულება არ ატვირთულა, არადა, ახალმა პრემიერმა გუშინ დაანონსა, რომ მთავრობა უკიდურესად გამჭვირვალე ხდება. იძებნება ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი გახარიას დამალული განკარგულებები. საუბარია 900 დოკუმნეტზე, რომელიც უკანონოდ გადამალეს.

“ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება საკუთარ კუდს არ მოიჭრის, რადგან ამ განკარგულებების გასაჯაროება მათი საბრალდებო დასკვნის გასაჯაროების ტოლფასი იქნება.

ძალიან ბევრი სავარაუდო კორუფციული გადაწყვეტილების მხილება მოხდება ძველი განკარგულებები რომ გამოქვეყნდეს და ეს მოახდესნ არა მხოლოდ კონკრეტული პრემიერ-მინისტრების მხილებას, არამედ დაადასტურებს, რომ მთელი მთავრობა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია, მათ შორის, პარლამენტი, რომელსაც ცოტა ხნის წინ კობახიძე წარმოადგენდა, თვალს ხუჭავდა და ხელს აფარებდა კორუფციულ, ნეპოტისტურ და საზოგაოდების ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს, ამიტომ ეს განკარგულებები რომ გამოწვეყნონ, მთელი სისტემის საბრალდებო დასკვნა დაიდება და ისინი რომ გამოაქვეყნონ, უამრავი ადამიანი უნდა წავიდეს ციხეში და ამას ხელისუფლება არ გააკეთებს იმიტომ, რომ საკუთარ კუდს ხომ არ მოიჭრის, არა?, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

ის, რომ მთავრობა გადამალულ ხელშეკრულებებს გასდააჯაროებს, ამის არც ენმ-ს გენერალურ მდივანს, პეტრე ცისკარიშვილს სჯერა.

ესენი ფასადურად რას შეებრძოლებენ, რას გამოაქვეყნებენ, რას დამალავენ, ამაზე, მოდი, დროს და ენერგიას ნუ დავხარაჯვათ. ივანიშვილის ბრძანებით ივანიშვილი ყიდულობს ერთ ლარად ასობით ჰექტარ მიწას, სხვადასხვა ტიპის ნაკვეთებს ქალაქის ცენტრში, ბოტანიკურ ბაღში, ზღვის პირა ურეკში და შეკვეთილში, რა თქმა უნდა, ამ ტიპის განკარგულებებიც არის, არის იქ ხელშეკრულებები და შეთანხმებები. კობახიძის პირობებშ ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით რამე სიმართლეს გავიგებთ? მემგონი, ამის არავის სჯერა. ეს ასე არ მოხდება, კორუფცია ისევ გაგრძელდება, – ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.  

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები