1.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 1, 2024

იქ არ ვიქნებოდით, სადაც ვართ, რომ არ ყოფილიყო უკრაინა და უკრაინელების ბრძოლა – პრეზიდენტი

პოპულარული

იქ არ ვიქნებოდით, სადაც ვართ, რომ არ ყოფილიყო უკრაინა და უკრაინელების ბრძოლა- განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში.

“ყველამ იცის და აღიარებს, რომ იქ არ ვიქნებოდით, სადაც ვართ, რომ არ ყოფილიყო უკრაინა, უკრაინელების ბრძოლა და გარკვეულწილად ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩვენ არამარტო ვიღებთ….

გუშინ საღამოს მე დავურეკე პრეზიდენტ ზელენსკის და მაია სანდუს, რათა მიმელოცა ორივესთვის და მადლობა გადამეხადა პრეზიდენტ ზელენსკისთვის, რომ მან გარკვეულწილად დააჩქარა ეს პროცესი, მისი ნებისგან დამოუკიდებლად, რუსეთის აგრესიის შედეგად. საკუთარი, ჩვენი და ევროპის თავისუფლებისთვის მათმა ბრძოლისუნარიანობამ  გამოიწვია ის, რომ ვართ იქ, სადაც ვართ უფრო ადრე, ვიდრე ეს ევროპული კალენდრით იყო გათვალისწინებული. მან დააჩქარა ევროპული კალენდარი” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები