1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

იტალიური მაფიოზური დაჯგუფების, ნდრაგენტას წევრი საქართველოში დააკავეს

პოპულარული

იტალიური მაფიოზური დაჯგუფების, ნდრანგეტას წევრი, 67 წლის ჯუზეპე სგანგა საქართველოში დააკავეს. მისი იტალიაში ექსტრადირება უახლოეს მომავალში მოხდება.

სგანგა მაფიოზური დაჯგუფების კიდევ 5 წევრთან ერთად, 2020 წელს იტალიის ქალაქ ტურინში დაუსწრებლად გაასამართლეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში ჩართულობისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით 11 წელი მიუსაჯეს. ამის შემდეგ სგანგა წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

საქართველოში მისი დაპატიმრების ფაქტს საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ადასტურებს.

“იტალიის კომპეტენტური ორგანოების შესაბამისი მოთხოვნით, ხსენებული პირი იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში. ექსტრადიციის პროცესები დასრულებულია, მიღებული არის მისი ექსტრადირების გადაწყვეტილება იტალიაში და უახლოეს მომავალში მოხდება მისი ექსტრადირება. ბრალდება არის იტალიური ერთ-ერთ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობა და სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით, მძიმე კატეგორიის დანაშაულებში მონაწილეობა იტალიის ტერიტორიაზე. საუბარი არის, იტალიის ტერიტორიაზე მოქმედი ერთ-ერთი ცნობილი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კრიმინალურ საქმიანობაზე. აღნიშნული პირი, წითელი ცირკულარით იძებნებოდა იტალიის მიერ”. – თქვა შოთაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები