1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

ის, რომ სააკაშვილი ევროპაში იყო შეფარებული და დღემდეა კეზერაშვილი, ევროპის პასუხისმგებლობაა – პაპუაშვილი

პოპულარული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ევროპაში აფარებდა თავს, “ვნახეთ შედეგი, კერძოდ, რევოლუციური გეგმები”.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, “საქართველოში რადიკალიზაციამ რომ დაიწიოს და პოლარიზაცია შემცირდეს, ევროპასაც თავისი წვლილი აქვს გასაკეთებელი – დამნაშავეები, რომლებიც ცნობილი არიან სისხლის სამართლის საქმეებით, უნდა გადმოგვცენ”.

როდესაც დავით კეზერაშვილს საქართველოს არ გადასცემ, იცით, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპაში აფარებდა თავს, არ გადმოგვცემდნენ და ვნახეთ შედეგი, რაც იყო – რევოლუციური გეგმები. ზურაბ ადეიშვილი, უკრაინაშია და ევროპაშიც დადის. სხვა დამნაშავეები, რომლებიც ცნობილი არიან სამი ინსტანციით დამნაშავეებად და სისხლის სამართლის საქმეებით, უნდა გადმოგვცენ. ეს იქნება მათი წვლილი დეპოლარიზაციაში.

რაც შეეხება პოლარიზაციის პრობლემას, რა თქმა უნდა, ის, რომ ევროპაში იყო შეფარებული მიხეილ სააკაშვილი და დღემდე შეფარებულია კეზერაშვილიც, ევროპის პასუხისმგებლობაა ქართულ პოლარიზაციაზე“,- თქვა პაპუაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები