1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

ისრაელში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა

პოპულარული

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ისრაელში, ქალაქ აშკელონში ჩავიდა. მისი განცხადებით, ეს არის გლობალური ომი კრიმინალური ტერორიზმის წინააღმდეგ და ჰამასი ტერორიზმისთვის ფასს გადაიხდის.

“აქ ჩამოსვლის მიზანია, ისრაელის ხალხს, რომელმაც ეს ტერორისტული თავდასხმა განიცადა, საფრანგეთის სოლიდარობა ვაჩვენოთ, საფრანგეთი იზიარებს ხალხის ტკივილს”, – აღნიშნა მან.

კოლონა ისრაელელ კოლეგასთან, ელი კოენთან ერთად საფრანგეთის იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს.

“ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ვიყოთ მათ გვერდით, ვუთხრათ და ვაჩვენოთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მათ საყვარელი ადამიანები დაუბრუნდნენ”, – დასძინა მინისტრმა.

ჰამასის თავდასხმას ისრაელზე საფრანგეთის 17 მოქალაქე ემსხვერპლა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები