3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

ისრაელი: ღაზის სექტორში ელექტროენერგია არ აღდგება, სანამ მძევლებს არ გაათავისუფლებენ

პოპულარული

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ღაზის სექტორში ელექტროენერგია მანამდე არ აღდგება, სანამ მძევლებს არ გააათავისუფლებენ.

“არც ერთი ელექტრო გადამრთველი არ ჩაირთვება, არც წყლის ტუმბო გაიხსნება და არც საწვავით დატვირთული მანქანა შევა მანამ, სანამ ისრაელელი მძევლები სახლში არ დაბრუნდებიან”, – თქვა მან.

ჰამასს მძევლად დაახლოებით 150 ადამიანი ჰყავს აყვანილი. ისრაელმა ღაზის სექტორს ელექტროენერგიის მიწოდება 7 ოქტომბერს შეუწყვიტა.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტაც დღეს, გამთენიისას გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო – ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5000 რაკეტა ისროლეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელი ამ “ომს მოიგებს”

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები