7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ისინი არიან ჩვეულებრივი მავნებლები – გიჟდებიან იმაზე, რომ ქვეყანაში არის სიმშვიდე, ხდება ეკონომიკური განვითარება – კალაძე ოპოზიციაზე

პოპულარული

არანაირი ლოგიკა, ახსნა-განმარტება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, ატომ არ უნდა მიანიჭონ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, თუ სამართლიანი მიდგომები იქნება, საქართველოს კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მიანიჭებენ.

„ხელისუფლებამ პარტნიორებთან ერთად, რეალურად, ყველაფერი გააკეთა და შეასრულა ის მოთხოვნები, რაც იყო დასახელებული – 12-პუნქტიანი გეგმა და დამატებითი მიმართულებები. დღეს შეიძლება ითქვას, რომ არანაირი ლოგიკა, ახსნა-განმარტება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა მიანიჭონ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. ჩვენ, რა თქმა უნდა, აღნიშნულ სტატუსს თავიდანვე ვიმსახურებდით, რადგან თუ რომელიმე ქვეყანას რაიმე ჰქონდა გაკეთებული და თუ შევაფასებთ იმ კრიტერიუმებით, რაზეც არის საუბარი, საქართველო იყო და არის ამ ქვეყნებს შორის მოწინავე, თუმცა გვესმის, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და რა იყო ამის მოტივი. ყველა ვხედავთ, რამდენი რამ გაკეთდა ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე. რეფორმები ჩვეულებრივად გრძელდება, ეს პროცესია და მჯერა, რომ თუ სამართლიანი მიდგომები იქნება, ქვეყანას კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მიანიჭებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერი ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი ყველანაირად ცდილობენ ევროინტეგრაციის პროცესს ხელი შეუშალონ.

„ისინი არიან ჩვეულებრივი მავნებლები, ვიცით ეს და ამაზე ბევრი დრო არ უნდა დავკარგოთ. ეს ადამიანები ყველანაირად ეწინააღმდეგებიან ქვეყნის განვითარებას და გიჟდებიან იმაზე, რომ ქვეყანაში არის სიმშვიდე, ხდება ეკონომიკური განვითარება. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ნიჰილიზმი გააჩინონ და როგორმე არეულობა, დაძაბულობა იყოს ქვეყანაში. არა მხოლოდ თავიანთი განცხადებებით, არამედ ქმედებებით – პირდაპირ ჩადიან ევროპარლამენტში და მუშაობენ იმაზე, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. შეიძლება, არ მოგწონდეს შენი ხელისუფლება და იყო მასთან ოპოზიციაში, გქონდეს განსხვავებული მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებზე, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ მომავალსა და ევროინტეგრაციაზე, ამ დროს კი, ამ ყველაფრისთვის ხელის შეშლა ხდება, ჩვეულებრივი მავნებლები არიან. სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ დგამენ ასეთ მოღალატეობრივ ნაბიჯებს“, – განაცხადა კალაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები