3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

“ისე მარწმუნებდი, რომ დაგვიბრუნდებოდი…” – დაღუპულ ჟურნალისტს ემშვიდობებიან

პოპულარული

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი გარდაიცვალა.

ქეთი ბერძენიშვილი მკურნალობას ჯერ თბილისში გადიოდა, მისი მდგომარეობა დამძიმდა და რამდენიმე დღის წინ სტამბოლში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ქეთის მეგობრები ემშვიდობებიან.

“შენი სანტა რომ ვიყავი, გკითხე როგორ მიხვდი მე რომ ვიყავითქო, მაიკუნა შენ მეძახი მარტო ქეთუნებსო…ხოდა სულ მინდოდა შენვის ქეთუნები დამეძახა… მე ძალიან ტკბილი, სიყვარულით და ერთგულებით სავსე მეგობარი მყავდა.. ჩემო ქეთუნები მიყვარხარ უსასრულობამდე… შეხვედრამდე ქეთო”

“ისე  მარწმუნებდი, რომ დაგვიბრუნდებოდი, არ მეჯერა  შემაშფოთებელი ინფორმაციები შენზე .ვწუხვარ ძალიან. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სახელით, ვუსამძიმრებ ოჯახს, მედიასფეროს, სრულიად ქალაქს შესანიშნავი ჟურნალისტის, მოქალაქის, პიროვნების – Keti Berdzenishvili -ის  გარდაცვალების გამო. მე  კი, სამახსოვროდ შევინახავ საავადმყოფოდან მოწერილ შენს იმედიან  წერილებს.მშვიდობით, ძვირფასო კოლეგა”,-წერენ სოციალურ ქსელში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები