3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელის ოპერაციას ღაზაში “სამხედრო დანაშაული” უწოდა

პოპულარული

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ისრაელის ოპერაციას ღაზაში “სამხედრო დანაშაული” უწოდა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიბანში იმყოფება, სადაც ლიბანის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელსა და ჰეზბოლას ლიდერს შეხვდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ “ლიბანის უსაფრთხოება ირანის უსაფრთხოებაა”.

“შესაძლებლობა მქონდა, შევხვედროდი ლიბანის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელს და ჰეზბოლას გენერალურ მდივანს. ჩვენ მივმართეთ თხოვნით ეგვიპტეს, გაეროს გენერალურ მდივანს და წითელ ჯვარს, რომ ნება დაგვრთონ, სურსათი, მედიკამენტები და სასმელი წყალი მივაწოდოთ ღაზას და დასავლეთ ნაპირს”, – ამბობს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები