6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

ირაკლი კობახიძე – ეს არ არის სტანდარტული ოპოზიცია, ეს არის პოპულისტური, რადიკალური, ექსტრემისტული ძალა

პოპულარული

ეს არ არის სტანდარტული ოპოზიცია, ეს არის პოპულისტური, რადიკალური, ექსტრემისტული ძალა და ეს ასე უნდა თქვან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, თითქოს პრემიერი იტყუება, როდესაც ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ესპანეთში ევროპელი ლიდერებისგან მიღებულ გარანტიებზე საუბრობს.

კობახიძის თქმით, თუ რა არის სიმართლე, ამის შესახებ პრემიერმა ისაუბრა.

„ისინი არ არიან სტანდარტული ოპოზიცია, ისინი არიან პოპულისტური, რადიკალური, ექსტრემისტული ძალა და ეს ასე უნდა თქვან. ამბობენ, ხან პრემიერი იტყუება, ხან მე, ხან სხვა. რაც არ უნდა ხდებოდეს, ეს მათი ნარატივია. რაც არ უნდა იცოდნენ, ამბობენ, რომ ვიტყუებით. სიმართლე რა არის, ამაზე ისაუბრა პრემიერმა. ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალი პროცესებს და სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები