1.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 1, 2024

იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან არ არსებობს იმპიჩმენტის ობიექტი – გრიგოლ ვაშაძე

პოპულარული

“იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან არ არსებობს იმპიჩმენტის ობიექტი”, – ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის შეფასებისას გააკეთა.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, 2018 წელს გაერთიანებულმა ოპოზიციამ გააკეთა განცხადება, რომელიც მისთვის დღესაც მოქმედია და ეს არის საფუძველი იმის, რის გამოც იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

2018 წელს „გაერთიანებულმა ოპოზიციამ – ძალა ერთობაშია“, გააკეთა შემდეგი განცხადება, რომ „საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ ჩატარებულა, ჩატარდა ბიუროკრატიულ-კრიმინალური ოპერაცია“, რომლის შედეგად ზურაბიშვილი შეიტანეს ოფისში. შესაბამისად, ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს არ გვყავს პრეზიდენტი და მის მიმართ არ გვაქვს არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური, არც მორალური ვალდებულებები. ჩემთვის ეს განცხადება დღესაც მოქმედია და ვერ მივიღებ იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას იმიტომ, რომ არ არსებობს იმპიჩმენტის ობიექტი”,- განაცხადა ვაშაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები