7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

იმედია, ახალი ელჩის პირობებში აღარ გაგრძელდება ექსტრემისტების დაფინანსება – კობახიძე ისევ დეგნანს აკრიტიკებს

პოპულარული

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამერიკის ყოფილი ელჩის წინააღმდეგ –  ირაკლი კობახიძე კელი დეგნანის კრიტიკას ვერ ეშვება და ამბობს, რომ იმედია, ახალი ელჩის პირობებში აღარ გაგრძელდება ექსტრემისტების დაფინანსება.

კობახიძემ სამთავრობო მედიის ეთერში, პირდაპირ თქვა, რომ ხელისუფლებას კრიტიკული შენიშვნები ჰქონდა წინა ელჩის პირობებში საელჩოს საქმიანობასთან დაკავშირებით.

„რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა შესაბამისი სუბიექტების მხრიდან, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა, ასეთი რაღაცები არ შეიძლება განმეორდეს.

საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ჩვენი პარტნიორების მყარი ნდობა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩის პირობებში ასეთი რაღაცები არ განმეორდება და აღარ გაგრძელდება ექსტრემისტების დაფინანსება, მხარდაჭერა და ა.შ. ყველაფერი იცის საზოგადოებამ რა ხდებოდა წინა ელჩის პირობებში და რაში იყო ეს ადამიანი ჩართული.“ – განაცხადა კობახიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები