6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

“იმედია, ახალა მაინც მოვა გონს” – გახდება თუ არა ზურაბიშვილის შეწყალების აქტი პრეზიდენტის გასამართლების საფუძველი?

პოპულარული

გახდება თუ არა სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტი მისი გასამართლების საფუძველი? – საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ “თუ პრეზიდენტს არაფერი აქვს დაშავებული, არ უნდა ეშინოდეს”.

“ნუ ღელავს”– თქვა მაჭარაშვილმა ზურაბიშვილის მისამართით და დასძინა, რომ თუ ყველა კონსტიტუციას, სასამართლოს გადაწყვეტილებას და კანონებს დაიცავს, პროკურატურა “არაფერს მოკითხავს”.

თუ თქვენი ინტერესი ის არის, რამდენად ემუქრება საქართველოს პრეზიდენტს დაჭერა, მე გეტყვით – თუ მას არაფერი აქვს ჩადენილი, არაფერი დაემუქრება, მაგრამ თუ როგორც კონსტიტუცია დაარღვია და მერე იღიმებოდა იქ, კონსტიტუციამ კი კუთხეში მიაყენა, თუ ასეთი რამ აქვს გაკეთებული, არავინ არის დაცული- არც მე, არც თქვენ და არც საქართველოს პრეზიდენტი. თუ პროკურატურა ამბობს რომ კითხვის ნიშნებია, თავად გადაწყვეტენ რამდენად მაღალი კითხვის ნიშნებია, დაიწყონ დევნა თუ არ დაიწყონ სისხლის სამართლებრივი დევნა. დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა თავს ამას გაართმევს. იმედია, ახალა მაინც მოვა გონს პრეზიდენტი”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები