7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ილია მეორე – სტატუსის მიღებაში ამჟამინდელი ხელისუფლების ძალისხმევა და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული, ამ გზის გაკაფვაში საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც წვლილი აქვს შეტანილი

პოპულარული

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის განცხადებას ავრცელებს.

„დღეს გამორჩეული დღეა, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით გვეხსნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტატუსის ამაღლებისა; ასევე, კულტურული, მეცნიერული, ტექნიკური და ეკონომიკური წინსვლისა.

ვიმედოვნებთ, რომ ეს კავშირი ურთიერთგამამდიდრებელი იქნება და ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების და სულიერი ფასეულობების განმტკიცებასაც შეუწყობს ხელს.

კანდიდატის სტატუსის მიღებაში ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ჩვენი ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული; ამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი.

გილოცავთ და გლოცავთ.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით ინებოს ღმერთმა საქართველოს ერთობა, მშვიდობა და წარმატებული მომავალი“, – ნათქვამია ილიაა მეორის განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები