7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

იკითხეთ, როგორ ატერორებდა უბანს, როგორ სძალავდა ფულს მძღოლებს?! – პირველი ინტერვიუ მკვლელობისთვის დაკავებული ძმების დედასთან

პოპულარული

პირველი ინტერვიუ მკვლელობისთვის დაკავებული ძმების დედასთან – ქალი ვერ იჯერებს, რომ მისმა შვილებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს 47 წლის მეზობელი, თუმცა ამტკიცებს, რომ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული ფელიქს კაპანოვი მთელს უბანს ატერორებდა, აშინებდა და ფულს სძალავდა. მკვლელობისთვის დაკავებულების დედამ მთელი ღამე პოლიციაში გამოკითხვაზე გაატარა.

არ ვიცი რა კავშირი ჰქონდათ ჩემს შვილებს მოკლულთან, ის ციხეში იყო, როცა მე მოსკოვში ვიყავი. წადით, იკითხეთ, ვინ იყო ფელიქსს კაპანოვი, როგორ ავიწროებდა უბანს. მარშუტკებს ფულს სძალავდა, 90 ლარის გამოძალვისთვის იჯდა. უამრავი მტერი ჰყავდა, ჩემი შვილები რა შუაში არიან? დედა ვარ, თუ ჩემი ბიჭები დამნაშავეები არიან, დაისაჯონ. 

ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ფელიქს კაპანოვის მკვლელობისთვის ორი ადამიანია დაკავებული.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 47 წლის კაცს  ჩასაფრება ავლაბარში ძმებმა, ედვინ ბაგაშვილმა და კარლო გალოიანმა  მოუწყვეს. კაპანოვს ჯერ ფიზიკურად ჯგუფურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი იარაღიდან ესროლეს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები