1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

ივანიშვილს მადლობას უხდის, რომ ის, რაც 1 წლის წინ უნდა მიგვეღო, ახლა მივიღეთ” -მამუკა ხაზარაძე ღარიბაშვილზე

პოპულარული

“ცინიზმს, შუბლის ძარღვის გაწყვეტის ხარისხსაც ხომ აქვს საზღვრები… ივანიშვილს მადლობას უხდის, რომ ის, რაც 1 წლის წინ უნდა მიგვეღო, ახლა მივიღეთ”, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც კანდიდატის სტატუსის მიღება ბიძინა ივანიშვილს მიულოცა. 

“…ეს იმ პარტიის წარმომადგენელი ლაპარაკობს, რომელმაც 2021 წელს შარლ მიშელის დოკუმენტი დატოვა. ჩვენ გვახსოვს ეს. ეს ლაპარაკობს ის პარტია და ის პრემიერი, რომელიც რუსულ კანონს იღებდა და რომ არა ჩვენი ახალგაზრდები დღეს პერსპექტივას კი არა და სტატუსს კი არა, საერთოდ სად ვიქნებოდით, არავინ არ იცის. ეს ის ადამიანი ლაპარაკობს და მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც მიტაცებული აქვს ჩვენი ქვეყნის ყველა დემოკრატიული ინსტაცია, აბსოლუტურად, მიტაცებული აქვს სასამართლო, პროკურატურა და იმასაც კი არ ამბობს, რა თქმა უნდა ვერ იტყვის ამას, იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური ხარაკირი იქნება.

უბრალოდ ევროპამ არ გაგვიშვა ხელი, არ გაუშვა “ქართულ ოცნებას” კი არა ქართველ ხალხს არ გაუშვა ხელი და მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ბოლომდე არ აღმოვჩენილიყავით იმ რუსული პოლიტიკის და რუსული გავლენის ქვეშ რასაც “ქართული ოცნება” და კერძოდ ივანიშვილი და ღარიბაშვილი ატარებს ჩვენ ქვეყანაში. ეს უნდა დასრულდეს… ახლა მე ვუსმენდი და ეტყობა, რაღაცა ჩამოყალიბდეს პოლიტიკური ცინიზმი და ერთს აკეთებ და მერე მეორეს ლაპარაკობ. ერთადერთი, რაშიც ვთანხმდებით, ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, კიდევ კარგი ერთხელ მაინც ახსენა, რომ ეს ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს და ეს არ ეკუთვნის ცალკე აღებულ რომელიმე პარტიას და განსაკუთრებით “ქართულ ოცნებას”. ცინიზმს, შუბლის ძარღვის გაწყვეტის ხარისხსაც ხომ აქვს საზღვრები… ივანიშვილს მადლობას უხდის, რომ ის, რაც 1 წლის წინ უნდა მიგვეღო, ახლა მივიღეთ”, – ამბობს ხაზარაძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები