7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მოსაშორებლად ემზადება – ჭიჭინაძე

პოპულარული

„ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მოსაშორებლად ემზადება“, – ეს განცხადება პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ „დღის ამბებში“ გააკეთა.

დავით ჭიჭინაძე თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია აწყობს, რადგან სანქციებიდან თავის არიდების მიზნით დასავლეთთან მომლაპარაკებელი ჰყავდეს.

ბიძინა ივანიშვილისთვის „ქართული ოცნება“ თავისი რესურსით უკვე ამოწურულია, მას პერსპექტივა ის, რომ ამით შეინარჩუნოს ხელისუფლება ნამდვილად ხვდება, რომ ამ შემადგენლობით ის ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ეს არის გარკვეულწილად მისი ახალი გადალაგების მცდელობა და მალე გამოჩნდება ეს. თ ვინმეს ჰგონია, რომ ზურაბიშვილი ივანიშვილთან მიმართებით ან აგრესიით ან მტრობით გამოირჩევა, ერთი ფაქტი მაინც მოიყვანონ. რეალურად, ვხედავთ, რომ რაც მოისურვა ივანიშვილმა სებ-თან დაკავშირებით – კანდიდატი იქნა დანიშნული, ფარცხალაძესთან მოქალაქეობის შეზღუდვაზე… რეალურად, ვხედავთ, რომ არის მცდელობა ახალი გმირის გაჩენის, რომელიც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის და პრაქტიკულად, ყველამ ვიცით, რომ – გამარჯვების სიმბოლო უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილი.
დღეს ვხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, იმიტომ, რომ დასავლეთთან ის არის კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება, ის არის ფრანგული დიპლომატიის წარმომადგენელი. ფარცხალაძის სანქცირება რა არის იმასთან შედარებით თუ ივანიშვილი დაასანქცირეს – რამდენი უნდა დაკარგოს, წარმოიდგინეთ, რაც ამდენი წლის განმავლობაში გაუკეთებია, შეუძლია უცებ დაყადაღდეს,“ – ამბობს ჭიჭინაძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები