7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ივანიშვილი ნამდვილი გრომაისტერია, შეუძლია, წინასწარ გათვალოს 10, 15, 20 სვლა – კობახიძე

პოპულარული

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის რჩევები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ნამდვილი გროსმაისტერია, შეუძლია, წინასწარ გათვალოს 10, 15, 20 სვლა.

„სტატუსის მიხედვითაც, თქვენ იცით, როგორია ჩვენი საწესდებო ჩანაწერი, ბიძინა ივანიშვილი არის არა მხოლოდ ჩემი, როგორც პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის, არამედ ზოგადად პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. მისი რჩევები ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პოლიტიკაში ის არის ნამდვილი გროსმაისტერი. მას შეუძლია, წინასწარ გათვალოს 10, 15, 20 სვლა. ასეთია მისი შესაძლებლობები პოლიტიკაში, არა მარტო პოლიტიკაში, მაგრამ კონკრეტულად პოლიტიკაზე ვსაუბრობ. შესაბამისად, მისი რჩევები ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები