3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ივანიშვილის პირადი მოურავები, ღარიბაშვილი და რიჟვაძე ბიუჯეტიდან 200 მილიონის მოპარვას გეგმავენ – ხარაზი

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილის პირადი მოურავები ღარიბაშვილი და რიჟვაძე გეგმავენ ბიუჯეტიდან 200 მილიონის მოპარვას  – ამის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს წევრმა, რეზო ხარაზმა განაცხადა.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული იქნა ახალი ე.წ კურორტების განვითარების ერთ მილიარდიანი პროგრამა, სადაც  გამოცხადებულ ტენდერში უკონკურენტოდ, მხოლოდ ერთმა, “ოცნებასთან” კავშირში მყოფმა შპს საბა კონსთრაქშენმა მიიღო მონაწილეობა და მოიგო.

რეზო ხარაზის განცხადებით, აღნიშნულ კომპანიას უკავშირდება ,,გმირთა ხეივნის“ გაჭიანურებული და კორუფციული პროექტი.

„როცა ქვეყნიდან ადამიანები ოჯახებით გარბიან, როცა 5000 – ზე მეტმა ბავშვმა დატოვა ჩვენი ქვეყანა, როცა 40 000 სოციალური შემწეობის მომლოდინე ადამიანი გყავს ბათუმში, ამ დროს რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პირადი მოურავები ღარიბაშვილი და რიჟვაძე გეგმავენ ბიუჯეტიდან 200 მილიონის მოპარვას. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ (მუნიციპალური განვითარების ფონდი) შემუშავებული იქნა ახალი ე.წ კურორტების განვითარების ერთ მილიარდიანი პროგრამა, საიდანაც, მაგალითად, ქალაქ ბათუმზე გამოიყო 200 მილიონი ლარი. აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაცია თავიდანვე გასაიდუმლოებული იყო და დღემდე ბუნდოვანია. უფრო მეტიც, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში (nat230015286) უკონკურენტოდ, მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა შპს საბა კონსთრაქშენმა მიიღო მონაწილეობა და მოიგო. ამ კომპანიას ავანსის სახით 60 მილიონი ლარი უკვე გადაერიცხა. შპს საბა კონსტრაქშენი დაკავშირებულია ,,ქართულ ოცნებასთან“ მას აჭარაში 300 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაო აქვს მიღებული ამ კომპანიას უკავშირდება ,,გმირთა ხეივნის“ გაჭიანურებული და კორუფციული პროექტი ასევე ეს კომპანია მოხვდა 2023 წლის გამოქვეყნებულ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობასთან დაკავშირებით. ასევე ეს კომპანია წლებია ახორციელებს დაბა ჩაქვში ძალოსნობის დარბაზის მშენებლობას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ივანიშვილის ხელისუფლების მხილებას. ბათუმელებმა უნდა იცოდნენ სად და როგორ იხარჯება მათზე გამოყოფილი 200 მილიონი ლარი, – განაცხადა რეზო ხარაზმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები