6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

„თქვენ ხომ ახლა კარგად ხედავთ, რომ ქართული ოცნების რეჟიმი ისტორიას შლის და ტერიტორიების ოკუპაციას 2008 წელს და წინა ხელისუფლებას უკავშირებს?“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

პოპულარული

„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

„მეგობრებო, თქვენ ხომ ახლა კარგად ხედავთ, რომ ქართული ოცნების რეჟიმი ისტორიას შლის და ტერიტორიების ოკუპაციას 2008 წელს და წინა ხელისუფლებას უკავშირებს?
თუ გინდა საზოგადოება გაანადგურო, ისტორია უნდა წაუშალო – და აი ანადგურებს ქართულ ოცნებად წოდებული მტრული რეჟიმი ჩვენს საზოგადოებას, შლის ისტორიას, გვავიწყებს მტერს …
და აი ასე …. 90-იანები არ ყოფილა, რუსეთი არ ყოფილა … ცხელთავიანი ქართველების ბრალია შარი.
როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ამ ვულგარული დეზინფორმაციის და ისტორიის გაყალბების ანტიდოტი?
ჩემი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ სწორად, დამაჯერებლად და შთამბეჭდავად მიწოდებული, სწორი ინფორმაცია შეიძლება იყოს ანტიდოტი.
ვინც თვალს მადევნებთ, ყველამ იცით, რომ ევროპულმა საქართველომ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, წელიწადზე მეტია დაიწყო კამპანია “ბუჩამდე იყო აფხაზეთი” – რომელიც მიზნად ისახავს 1992-1993 წლებში, რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების სათანადო შეფასებას, გენოციდად აღიარებას და დამნაშავეების დასჯას.
ჩვენ მოვიძიეთ ზღვა მასალა რუსეთის როლზე:
⚫️ ჩვენი მასალიდან ნათლად ჩანს, როგორ გეგმავდა რუსეთის გენერალიტეტი ქართველი ხალხის გენოციდს გუდაუთის ბაზიდან – კონკრეტული პირები ვიცით.
⚫️ ჩვენ ვიცით რუსეთის რეგულარული არმიის მონაწილეობის მასშტაბი.
⚫️ ჩვენ ვიცით რუსული სამხედრო შენაერთები, კონკრეტული პიროვნებები ვინც ქართველი ხალხის გენოციდს ახორციელებდა აფხაზეთში.
⚫️ ჩვენ მოვაგროვეთ მივიწყებულ მსხვერპლთა ჩვენებები და შევძელით, რომ მათთვის შოკირებულებს მოესმინათ საერთაშორისო პოლიტიკის, მედიის, ჰოლივუდის ვარსკვლავებს.
(წარმოუდგენელად შთამბეჭდავია ვენერა, ლიანა, ნუცა .. ტყვე ქალები)
⚫️ ჩვენ ეს თემა დასავლეთშიც გაგვაქვს მთელი მომავალი წლის განმავლობაში თქვენ მოისმენთ საპარლამენტო განხილვებს ევროპის დედაქალაქებში.
ანუ სანამ ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს ოკუპაციის ისტორიას 2008 წლიდან იწყებს, ჩვენ 1992-1993 წლებზე და რუსეთის დანაშაულებზე არათუ ვსაუბრობთ, არამედ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ, თემა ვიცით იდეალურად და ამაში, საერთაშორისო ვარსკვლავებიც ავიყოლიეთ!
ვინ ვერ ავიყოლიეთ?
ტვ მთავარი და ტვ ფორმულა.
საააკაშვილის და კეზერაშვილის მყრალი მედიები და ოლიგარქიულად, ზემოდან ქვემოთ დალაგებული პოლიტიკური სპექტრი.
იცით რატომ?
იმიტომ რომ ამ მედიების და პოლიტიკოსების მიზანს არა ეროვნული ინტერესების სამსახური, არამედ საკუთარი პატრონის ეგოს ფხანა წარმოადგენს.
პატრონები საკუთარი ბოტასების, საკუთარი მონების და პეტპროჯექტების – მონაჯიების და სხვათა გაშუქებას თვლიან ამოცანად, რადგან საკუთარ თავზე დიდი ინტერესი არ გააჩნიათ – მათი მორჩილებაა მათი უზენაესი ინტერესი.
ანუ აღვირახსნილ რუსულ პროპაგანდას უპირისპირებენ ისეთ “ძლევამოსილ” იარაღებს როგორიცაა მიშას ბოტასი და მონაჯი!
ხოდა მადლობა მაშინ მითხარით, როცა ამ მყრალ სისტემას ჩამოვანგრევ და ზედ ვიცეკვებ.
p.s. და თუ შეიძლება ნუ გიკვირთ, რომ
ამ სისტემის ყველა ჭანჭიკს, enabler-ს, ლეგიტიმატორს, რაც გინდათ ის უწოდეთ – მტრად აღგქვამთ.
მე მიმაჩნია რომ თქვენ სისტემასთან შეგუებით ეროვნულ ინტერესებს აზიანებთ – ასე გხედავთ.
ასევე ვფიქრობ, რომ ამ პოსტ-საბჭოთა ოლიგარქიული სისტემის დანგრევა და სამართლიანი სისტემის დაფუძნება, გრძელ ვადაში, თქვენთვისაც კარგი იქნება (ბევრი არ იმსახურებთ, მაგრამ კოლატერალურად შეგხვდებათ, ზიანივით).“
- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები