7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

თუ მიშა ციხეშია, ქართული პოლიტიკაც ციხეშია – სანიკიძე

პოპულარული

“თუ მიშა ციხეშია, ქართული პოლიტიკაც ციხეშია” – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის წევრმა გუბაზ სანიკიძემ “საჯარო პოლიტიკაში” გააკეთა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლა მოუნდება, ქართული პოლიტიკა მას ამის საშუალებას არ მისცემს.

პოლიტიკოსი “ტვ პირველის” ეთერში საქართველოს პრეზიდენტების დამსახურებასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ პუტინის ტყვეობაში პუტინის ტყვეობაში მყოფმა სააკაშვილმა ქვეყანას სახელმწიფოებრივი კორპუსი შესძინა.

მიშას არ აქვს იმპერატორ დიოკლიტიანეს ფუფუნება, რომ დააკვირდეს, როგორ იზრდება თალგამი. მიშას პოლიტიკა დასდევს. ციხეშია მიშა, ქართული პოლიტიკაც ციხეშია. გამოვა ციხიდან, ქართული პოლიტიკაც გამოვა. ეს ასე ჩამოყალიბდა, რადგან სამი პრეზიდენტის ღვაწლზე დგას დღევანდელი სახელმწიფოებრიობა. ზვიადის დამოუკიდებლობის აქტი, შევარდნაძემ ფუნქციონალური დატვირთა მისცა ქვეყანას და მიშამ შექმნა საერთო სახელმწიფოებრივი კორპუსი” – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები