7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

თუ ვიღაცას თბილისში საცხოვრებელი არ აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედაქალაქის მერია მას ბინას უყიდის – კალაძე

პოპულარული

თუ ვიღაცას თბილისში საცხოვრებელი არ აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედაქალაქის მერია მას ბინას უყიდის  – ამბობს კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში, უკანონო შენობების დემონტაჟზე საუბრისას.

“ჩვენ გვაქვს არაერთი პროგრამა, რომლითაც მოქალაქეებს ვეხმარებით. თუ ადამიანს საცხოვრებელი არ აქვს, ქირით გაგვყავს ან უსახლკარო ოჯახებს მუნიციპალურ საცხოვრებელ სახლებს გადავცემთ. მე საზოგადოებას ისიც არაერთხელ ვაჩვენე, თუ ვინ დგას მსგავსი ქმედებების უკან – ადამიანები, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები თბილისშიც აქვთ და რეგიონებშიც. ასევე, თუ ვიღაცას თბილისში საცხოვრებელი არ აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედაქალაქის მერია მას ბინას უყიდის. ეს დამოკიდებულება არასწორია“-აცხადებს კალაძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები