1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

თუ ვინმეს უნდა უხაროდეს კენჭისყრის ღიაობა, ეს ნაცმოძრაობაა – “ოცნება” რეგლამენტში ცვლილებებს გამჭვირვალობით ხსნის

პოპულარული

რეგლამენტში შეტანილ ცვლილებებს “ქართულ ოცნებაში” გამჭვირვალობის მოტივით ხსნიან. მმართველი პარტიის დეპუტატების ინიციატივით, ნოემბრიდან კენჭისყრა ღია წესით ჩატარდება და ამტკიცებენ, რომ ოპოზიციის სურვილიც გათვალისწინებულია.

სპეკულაციაა იმის თაობაზე, რომ ვიღაცამ შეიძლება „ქართული ოცნების“ ხათრით თუ მოსყიდულმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს იმპიჩმენტს. აქედან გამომდინარე, მთელი ოპოზიცია ამდენი ხნის განმავლობაში მოთქვამდა, რომ არ უნდა შესულიყვნენ სხდომათა დარბაზში და პრაქტიკულად, პარლამენტარიზმის მიმართ დაპირისპირება არ არის, ეს პარლამენტარიზმის იდეის მიმართ, ეს არის გარკვეული რყევა, რომელიც აშკარა იყო და რასაკვირველია, თუ ვინმეს უნდა უხაროდეს, რომ ღია კენჭისყრა არის, ეს ნაცმოძრაობა უნდა იყოს,“ – ამბობს ვოლსკი.

ოპოზიცია მუდმივად აყენებდა ამას კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ რატომ არის ფარული, შეიძლება მოხდეს ზეწოლა და ა.შ. ამიტომ გარდა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისა, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული და უბრალოდ ამას ცვლილებებით ვერ უზრუნველვყოფთ, დანარჩენი ყველა იქნება ღია.
რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს, იცით, რომ აქ არის განსაზღვრული კონკრეტული ვადები, ამ ვადებს ვერავინ ვერ გადავა,“ – ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები