3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

თეთრი სახლი: ბაიდენი ნეთანიაჰუს ესაუბრა, ისრაელისადმი აშშ-ის მხარდაჭერა განიხილეს

პოპულარული

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართეს. თეთრი სახლის ცნობით, საუბრისას “ისრაელისადმი აშშ-ის მხარდაჭერა განიხილეს”.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით თავდასხმის დაწყების შემდეგ, ეს ჯო ბაიდენის მესამე სატელეფონო საუბარია ისრაელის პრემიერმინისტრთან.

ამასთან, ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. ეს იქნება მისი მეორე მიმართვა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით თავდასხმის შემდეგ.

ბოლო ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რაოდენობა 3 400-ზე მეტია. ცოტა ხნის წინ, კვლავ საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ისრაელის ქალაქებში, მათ შორის თელ-ავივში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები