ზღვარგადასულ უხეშობას ჰქონდა ადგილი – ვოლსკი ქალ დეპუტატებზე

ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას ქალი დეპუტატების მხრიდან “უხამსობას და ისტერიკას” უწოდებს.
მისი თქმით, თინა ბოკუჩავას და ანი წითლიძის მხრიდან ზღვარგადასულ უხეშობას ჰქონდა ადგილი.
“ქალი დეპუტატები, ასეთი შეფასება, ასეთი ფორმულირება არაფერ შუაში არ არის და არანაირად არ შეიძლება იყოს გამართლებული რაღაც გენდერული ნიშნით ის უხამსობა, საერთოდ ის ისტერიკა და ასეთი ინტენსიური შეტევა გამომსვლელზე.
რასაკვირველია, ამ შემთხვევაში, არც გაუმართლებია თავი ლევანს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს წყობილებიდან მისი გამოსვლა არის სწორედ იმით განპირობებული, რომ ზღვარგადასულ უხეშობას ჰქონდა ადგილი”, – ამბობს ვოლსკი.
გუშინ “ოცნების” დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თინა ბოკუჩავას, შემდეგ კი ანა წითლიძეს მიკროფონი მოუქნია.