6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

ზურა მაშინ ძალიან დაუახლოვდა პატარკაციშვილს, ეს უფრო ეჭვებს  უჩენდა ბადრი სააკაშვილს – ნინო ქადაგიძე ჟვანია-სააკაშვილის დაპირისპრებაზე

პოპულარული

ძალაუფლება იყო მიზეზი დაპირისპირებისა, სააკაშვილი არ აძლევდა ზურას სრულფასოვანი მართვის საშუალებას. ისინი იყვნენ გადასულნი დაპირისპირების რეჟიმში – აცხადებს გადაცემაში ,,სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან” ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე.

“სააკაშვილმა და ზურაბ ჟვანიამ თუ კარგად მახსოვს აშშ-ში, ერთ-ერთი ვიზიტისას გაიცნეს. ზურას ჰქონდა ჩვევა, რომ როცა ადამიანს გაიცნობდა, იწყებდა ფიქრს, თუ როგორ გამოადგებოდა ეს ადამანიც ქვეყანას. სააკაშვილი რომ გაიცნო კი ისედაც ჭკვიანი, ნიჭიერი კაცია თან ძალიან ცოტა ადამიანი სწავლობდა ამერიკაში.

ბოლოს ძალიან კარგად იცოდა რას წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი. მიუხედავად დაპირისპრებისა მაინც მოდიოდნენ ზურასთან ჭკუის საკითხავად, გადაწყვეტილების მისაღებად.ძაან მიჭირს ის შევაფასო, რაც 2005 წელს მოხდა.

კითხვაზე,ძალიან ბევრი საუბრობდა ჟვანია-სააკაშვილის დაპირისპირებაზე, თუ გაქვთ ინფორმაცია რაზე იყო დაპირისპირება, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე? ნინო ქადაგიძე ამბობს:

“ძალაუფლება იყო მიზეზი დაპირისპირებისა, ის არ აძლევდა ზურას სრულფასოვანი მართვის საშუალებას. ისინი იყვნენ გადასულნი დაპირისპირების რეჟიმში, ზურა მაშინ ძალიან დაუახლოვდა პატარკაციშვილს. ეს უფრო ეჭვებს  უჩენდა სააკაშვილს. ისიც გამოიკვეთა 2004 წელს, რომ გზები გაიყოფოდა” – განაცხადა ნინო ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები