3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

ზურაბიშვილი-ლომჯარია-გახარია – კობახიძე ამტკიცებს, რომ არჩევნებისთვის ახალი გაერთიანება იქმნება

პოპულარული

 ზურაბიშვილი-ლომჯარია-გახარია – “ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ არჩევნებისთვის ახალი გაერთიანება იქმნება.

მისი თქმით,  ყველა ასეთი გაერთიანება ყოვლად უპერსპექტივოა.

„ჩვენ ვიცით, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის არსებობს გეგმა, შეიქმნას ზურაბიშვილი-ლომჯარია-გახარიას პოლიტიკური პარტია. რა თქმა უნდა, ყოვლად უპერსპექტივოა ყველა ასეთი გაერთიანება. ეს პოლიტიკური პარტია შეიქმნება ისევ და ისევ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფარგლებში. ქალბატონებიც, რომლებიც ესწრებოდნენ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას, არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის წევრები“. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი პერსპექტივა ასეთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს. ფასი აღარ აქვს სალომე ზურაბიშვილის არცერთ ნაბიჯს. ზოგადად, ამ ქალბატონმა დაკარგა აქტუალობა. შესაბამისად, არცერთ მის ნაბიჯს ფასი არ ექნება“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები