6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

ზელენსკი: მსოფლიო ლიდერებისთვის ჩემი რეკომენდაციაა, ჩადით ისრაელში, მხარი დაუჭირეთ ხალხს

პოპულარული

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს ურჩევს, ისრაელის მოსახლეობის მიმართ მხარდაჭერა ქვეყანაში ჩასვლით გამოხატონ – ის უკრაინაში ომის დაწყების პირველ დღეებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ასეთ დროს მარტო არ იყო.

“მახსენდება უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღეები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს არ იყო მარტო, ასე რომ, ჩემი რეკომენდაცია, თუ შეიძლება ეს სიტყვები გამოვიყენო, მსოფლიო ლიდერებისთვის არის ის, რომ ჩადით ისრაელში და მხარი დაუჭირეთ ხალხს. მე არ ვსაუბრობ რომელიმე ინსტიტუტზე, არამედ მხარი დაუჭირეთ ხალს, რომელიც ტერორისტული თავდასხმების ქვეშაა”, – განაცხადა მან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები