6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

ზელენსკი: ვაანალიზებთ ყველა შესაძლო სცენარს 2024 წლისთვის, ცვლილებები საჭიროა

პოპულარული

ვაანალიზებთ ყველა შესაძლო სცენარს 2024 წლისთვის, ცვლილებები საჭიროა -განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.

“მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება ჩვენი პოზიციების დაცვაში. ჩვენ ვამზადებთ განახლებულ მოთხოვნებს პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის. წინ ნაყოფიერი საუბრების კვირა გველოდება. უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა შტაბის სხდომაზე რუსეთის შესაძლო ქმედებებისა და მომავალი წლის საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ვაანალიზებთ ყველა შესაძლო სცენარს 2024 წლისთვის. უკრაინაში ყველა ხვდება, რომ ცვლილებები საჭიროა. ეს არ ეხება მხოლოდ მათ, ვისი მობილიზებაც შესაძლებელია. საქმე ეხება პირობებს ყველასთვის, ვინც ამჟამად ჯარში იმყოფება და მათთვის, ვინც ჯარში წავა. ეს არის ყოვლისმომცველი რამ, რაც სამხედრო ხელმძღვანელობამ და თავდაცვის სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს და წარუდგინოს პერსონალს. ველოდები ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებს”- განაცხადა მან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები