6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

“ზედა ეშელონებში არსებობს ხელი, რომელიც ამ უმსგავსობას ხელს აფარებს” – ცომაია სახელმწიფო საწარმოებში გაზრდილ ხელფასებზე

პოპულარული

მაღალი ხელფასები სახელმწიფო საწარმოების დირექტორებს – ეკონომისტები ამბობენ, რომ ზედა ეშელონებში არსებობს ხელი, რომელიც ყველა ამ უმსგავსობას ხელს აფარებს.

აკაკი ცომაიას თქმით, ეს თანხა აკლდება ხალხს, რომელიც შესაძლოა, გამოყენებულიყო სხვადასხვა სოციალური პროექტებისათვის

ამ შემთხვევაში ზარალდება სახელმწიფო ბიუჯეტი, ეს თანხა აკლდება ხალხს, რომელიც შესაძლოა, გამოყენებულიყო სხვადასხვა სოციალური პროექტებისათვის. ძალიან ცუდია, რომ ბიუჯეტი ყველაფერ ამას იღებს ტვირთად, მაგრამ ეს დაწესდა არამარტო ახლა, გაგრძელდა ინერციით, რაც შეეხება სამეთვალყურეო საბჭოს და გადასახედია ეს.  ასევე ვიტყოდი, რომ “ფლანგვის დეტექტორმა” არაერთხელ გამოაქვეყნა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დარღვევის ფაქტები. როგორ ასხამდნენ 40-მეტრიან ავზში დღეში 100-ლიტრ საწვავს, თუმცა რეაგირება არის ნული. გარკვეულწილად ვფიქრობ, რომ ზედა ეშელონებში არსებობს ხელი, რომელიც ყველა ამ უმსგავსობას ხელს აფარებს”, – ამბობს ცომაია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები