6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

ზარქუა: ბოლო დროს პრეზიდენტის ქმედებები რაიმე ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება

პოპულარული

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს გამოეხმაურა. ზარქუას თქმით, ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილის ქმედებებს არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს.

“ბოლო დროს პრეზიდენტის ქმედებები რაიმე ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება […] კიდევ კარგი, რომ მის წარმომადგენლობას სიმბოლური დატვირთვა აქვს და არა ის, რომ მთავრობასა და ევროიტეგრაციის გზაზე რაღაც გავლენა შეუძლია. ეს უბრალოდ მავნებლობაა და მეტი არაფერი. ჩვენ ეს კანონი იმიტომ მივიღეთ, რომ იმ რადიკალების პრევენცია მოვახდინოთ, ვისაც თავისი პოლიტიკური ხედვების რეალიზაციად მხოლოდ ის მიაჩნია, თუ ქაოსს, რევოლუციას მოაწყობენ და ხელისუფლებაში ასე მოვლენ. რატომ? იმიტომ, რომ აპრიორი იციან, რომ მათ ქართული საზოგადოება მხარს არ უჭერს”. -ამბობს ზარქუა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები