7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ვხედავთ დეზინფორმაციის ზრდას – ჰერჩინსკი

პოპულარული

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში დეზინფორმაციის ზრდაა.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ქართული საზოგადოება მის მიმართ “საოცარ გამძლეობას აჩვენებს” და მიუხედავად ამისა, ქართველი ხალხი მაინც პროევროპულია.

“დეზინფორმაციის ზრდას ვხედავთ და ეს ეხება ანტიდასავლური ნარატივების გავრცელებას. მე აღფრთოვანებული ვარ ქართული საზოგადოებით, რომელიც საოცარ გამძლეობას აჩვენებს ამ დეზინფორმაციის მიმართ, რადგან ყველა გამოკითხვა ადასტურებს, რომ ქართველი ხალხში ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალი ნდობაა. მიუხედავად ამ დეზინფორმაციისა, რომელსაც სამწუხაროდ ხელს უწყობს ზოგიერთი პოლიტიკოსი საქართველოში, ქართველი ხალხი პროევროპულია და მათ ესმით, რომ ევროკავშირის წევრობა არის ხანგრძლივი მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის გარანტი,” – ამბობს ჰერჩინსკი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები