ვოლსკის მტკიცებით, ქართველები ისრაელიდან სამშობლოში დასაბრუნებლად კაპიკს არ იხდიან

იმ ფონზე, რომ “ჯორჯიან ეარვეისმა” თელავივიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების ფასი გააოთხმაგა, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დასაბრუნებლად “კაპიკს არ იხდიან”. გიორგი ვოლსკი ირწმუნება, რომ ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ყოველთვის გვერდში უდგას.
ამასთან, მმართველი გუნდის წევრი ხელს ისევ ოპოზიციისკენ იშვერს და ამბობს, რომ ოპონენტები ახლა ბილეთების ფასით პროვოცირებენ, რათა ქვეყანაში მეიდანიზაცია მოახდინონ.
ხელისუფლებას არასდროს მიუტოვებია თავისი მოქალაქე და მოქალაქეებს კაპიკი არ გადაუხდიათ იმაში, რომ თავის სამშობლოში დაბრუნდნენ. არ ვიცი, ჩამოიყვანენ ალბათ… რა დროს ბილეთია, ომი მიმდინარეობს, საშინელი მდგომარეობაა. თქვენ გინდათ ბილეთის ფასზე გადაიყვანოთ ის უბედურება, რომელის საქართელოში გინდათ, რომ მოახდინოთ. გინდათ, რომ მეიდანიზაცია მოახდინოთ საქართელოში და გინდათ, რომ ბილეთის ფასზე გადაიყვანოთ. ხომ ხედავთ, რა ხდება?!