3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ვიცი, რომ ნარკოტიკზე დამოკიდებული აღარ არის – ზურა ხაჩიძე კაბუზე

პოპულარული

კახა აბუაშვილის მეგობარი მომღერალი ზურა ხაჩიძე ირწმუნება, რომ მომღერალმა ნარკოტიკზე დამოკიდებულება დიდი ხანია დასძლია. ამასთან, ხაჩიძემ არ იცის, რა მოხდა ცნობილი რეპერის თავს და რისთვის დააკავეს.

კაბუ რაც ჩამოვიდა და რამდენჯერაც ვნახე, მისგან ვიცი, რომ საერთოდ ნარკოტიკზე დამოკიდებული აღარ არის. რა ამოიღეს, რა მოხდა, ვერაფერს გეტყვით, – ამბობს ზურა ხაჩიძე. 

შეგახსენებთ, რომ კახა აბუაშვილი ორი დღის წინ ქალზე ძალადობის ბრალდებით აეროპორტის გზაზე დააკავეს. მომღერალი ახლა ბრალის წარდგენას ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ პოლიციამ აბუაშვილის ავტომობილის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები