5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ვიღაცამ იქ ააფრიალა ქართული დროშა, რაც გახდა მიზეზი, უფრო მკაცრი ზომები მიეღოთ რუს სამხედროებს -ჯაღმაიძე

პოპულარული

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე სოფელ მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან ჩავიდა. მან თქვა, რომ გუშინ, მედიაში გავრცელებულ კადრებზე, სადაც ჩანს, რომ რუსი სამხედროები ეკლესიასთან არიან მისულები, საპატრიარქოში კითხვები შევიდა.

ჯაღმაიძე ამბობს, რომ ე.წ. საზღვარი იმ ქედზე გადის, სადაც ტაძარია. მისივე თქმით, კვირაში ერთხელ ან ორჯერ იქ ადის ოკუპანტების “პატურლი”. ადგილზე ერთადერთი ბერი ცხოვრობს. ის ამბობს, რომ 2010 წლიდანაა ტაძრის ტერიტორიაზე და პერიოდულად იქ რუსი სამხედროები პატრულირებენ.

“საქმე იმაშია, რომ 2009 წლიდან ეს სასაზღვრო პატრული ამოდის ამ ტერიტორიაზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქსნის ხეობის ოკუპაციის შემდეგ, ახალგორის რაიონის ოკუპაციის შემდეგ, პირობითი, ე.წ. საზღვარი ამ ქედზე გაატარეს რუსმა სამხედროებმა. პირობითი საზღვარი და ე.წ. ადმინისტრაციული ზოლი სწორედ ამ ჩვენს წმ. გიორგის ტაძარსა და დამხმარე ნაგებობას შორის გადის.  კვირაში ერთხელ ან ორჯერ აქ ამოდის პატრული, ქედის იქითა მხარეს უკვე არის ქსნის ხეობა და აქედან ჩანს კიდეც რუსული ბაზა, მათ მორიგეობა აქვთ აქ და ამოდიან, ეს გუშინდელი გავრცელებული კადრებიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. უცნაურობა ერთი ის იყო, რომ რუსმა სამხედროებმა აქ ამოსვლისას ააფრინეს დრონი, თუმცა დრონიც არ არის იშვიათი შემთხვევა, ბაზიდან ყოველთვის შეუძლიათ ამ დრონის აფრენა და ყოფილა ასეთი შემთხვევები, ამ ტერიტორიის დათვალიერება დრონის საშუალებით ხდება მუდმივად, და როგორც გითხარით, ეს არის სასაზღვრო ზოლი და ამიტომ აქ, ამ სასაზღვრო ზოლზე ყოველთვის არის გარკვეული საფრთხეები”, – თქვა ჯაღმაიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები