6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

ვის იმპიჩმენტს აკეთებენ? „ღირსეული არჩევანის“ იმპიჩმენტია? – ბორის ჩელე ყურუა

პოპულარული

ვის იმპიჩმენტს აკეთებენ? „ღირსეული არჩევანის“ იმპიჩმენტია?“ – ასე აფასებს იმპიჩმენტის პროცესს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ბორის ჩელე ყურუა.

როგორც ყურუა ამბობს, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანას. რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ყურუა არ გამორიცხავს, რომ “ოცნებას” მისი მორჩილი პრეზიდენტის ხმოსნებით არჩევის გამო პროცესის ბოლომდე მიყვანა სურდეს.

ამ ქვეყანას არ ჰყავს ნამდვილი პრეზიდენტი, არც ნამდვილი პრემიერი, არც ნამდვილი პარლამენტის თავმჯდომარე არ ჰყავს, ერთადერთი ნამდვილი ვინც ჰყავს, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ვიღაცებს სადღაც იღებს და დებს. უკვე მესამე დღეა გვაყურებინებენ ცირკს საკონსტიტუციო სასამართლოში მაშინ, როდესაც 12 პუნქტი არ არის შესრულებული და ველოდებით კანდიდატის სტატუსს, როცა გავიგეთ, რომ გენერალური პროკურორი რუსეთის აგენტი ყოფილა, მაშინ, როცა დღეს განიხილავდა პარლამენტი კანონს იმის შესახებ, რომ აქ გამოხატვის თავისუფლების უფრო პატარა ლეველი იქნება, ვიდრე იყო. ამ ყველაფრიდან უნდათ, რომ ყურადღება გადაგვატანინონ და გვაცქერინონ ცირკზე, მართლა სპექტაკლია. აქ სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს კი არ ეურჩება, ეურჩება ღარიბაშვილს და კობახიძეს და ბიძინას ეს სივრცე მათთვის აქვთ მიცემული, რომ ერთმანეთს ეჩხუბონ.
საბოლოდ იმპიჩმენტი თუ მართლა მოხდება, გამოვა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ნახევარზე მეტი გაყიდულად იქნება ამომრჩევლის თვალში. არ მგონია, რომ ამაზე დიდი რესურსის დახარჯვა უღირდეთ. თუმცა არსებობს ერთი ლაფსუსი, რის გამოც ყველაფერი შეიძლება გააკეთონ. ის, რომ ახლა თუ ჩვენ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მოვახდენთ, შემდეგ ხმოსმენი აირჩევენ ახალ პრეზიდენტს, ისევ ქოცები აირჩევენ თავის ადამიანს, რომელიც იქნება პრეზიდენტი კიდევ 5 წელი, 2024 წელს თუ შეიცვლება ხელისუფლება, რომელიც შექმნის დამოუკიდებელ პროკურატურას, სასამართლოს და უცებ ამ დამოუკიდებელ პროკურატურას მოუნდება რომ ოთარ ფარცხალაძე პასუხისგებაში მისცეს, უცებ აღმოჩნდება „ქართული ოცნების“ ადამიანი, რომელიც მას შეიწყალებს, როგორც კი განაჩენი გამოვა. შემდეგი ხელისუფლება დღეს მოქმედი ქოცის დასჯას ვერ შეძლებს,“ – ამბობს ბორის ჩელე ყურუა. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები