3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ვის ვერ ეწინააღმდეგებით, ვინ ბლოკავს ნიკო კვარაცხელიას საქმის გამოძიებას – კვარაცხელიას დედა შოთაძეს მიმართავს

პოპულარული

“ვის ვერ ეწინააღმდეგებით, ვინ ბლოკავს ნიკო კვარაცხელიას საქმის გამოძიებას, რატომ აჩენთ კითხვებს”, – ამ სიტყვებით მიმართავს ნიკო კვარაცხელიას დედა მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს.

როგორც იზა ომაძე შოთაძეს მიმართავს და წერს, რომ “მკვლელი კავილაძის და ჭელიძის ჩვენება არსებობს და გადამალული გაქვთ რის ფასად”.

მთელი ემოციით სულმოუთქმელად მგონი არავის უსმენია თქვენთვის. ვფიქრობდი ახლა მაინც ორ სიტყვას იტყოდით ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, თაროზე შემოდებულ რვა ტომზე, მაგრამ ისევ ამაოდ, ვის ვერ ეწინააღმდეგებით, ვინ ბლოკავს ნიკო კვარაცხელიას საქმის გამოძიებას, რატომ აჩენთ კითხვებს, მე დედამ – იზა ომაძემ თუკი რამ ვიცოდი ყველაფერი დეტალურად მოგახსენეთ, თქვენ რაც და ვინც ჩამიდეთ საქმის მასალებში იმ კითხვებს მაინც გაეცით პასუხი , ბატონო ირაკლი!!!

მე მეტი არაფერი ვიცი და რაც თქვენ იცით რატომ არ გინდათ ღიად განაცხადოთ, არ ჩაიფარცხება ნიკოს საქმე არა!!!

რატომ სარგებლობთ იმით, რომ რაც ჩემს შვილს არ მოეწონებოდა იმ მეთოდებით ვერ ვიბრძვი, უფალი კი ვიცი რომ ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, მაგრამ ჩემს უფალს ჩემთვის არ უსწავლებია ბოროტებაზე თვალის დახუჭვა, თქვენს მიერ ნიკო კვარაცხელიას საქმის არ გამოძიება მაფიქრებინებს რომ კონკრეტულად ვიღაც ბლოკავს ამ საქმეს და ვინ არის უზენაესი ნეტავ ????

მკვლელი კავილაძის და ჭელიძის ჩვენება არსებობს და გადამალული გაქვთ რის ფასად???… წერს იზა ომაძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები