3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

ვის დაურეკა და ვის არა ხელისუფლებამ ახალი წლის კონცერტში მონაწილეობისთვის?

პოპულარული

თბილისის ცენტრალურ საახალწლო კონცერტში მონაწილე მომღერლების სია ცნობილია. წინა წლისგან განსხვავებით ახალი, არც 2024 წლის საახალწლო ღამეს იქნება, რადგანაც სცენაზე მხოლოდ ის მომღერლები იდგებიან, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ღია მხარდაჭერას უცხადებენ.

უფრო სიღრმისეულად თუ დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ ახალ წელს ეკრანებიდანაც და ე.წ. ლაივ კონცერტიდან ტელეკომპანია „იმედის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სხვები მოგვილოცავენ.

უკვე რამდენიმე დღეა ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის საახალწლო კონცერტში მონაწილეობა არ მიიღებენ ნინო ქათამაძე, სოფო ნიჟარაძე და ლელა წურწუმია.

ქათამაძის შემთხვევაში, მომღერალი თავად აცხადებს, რომ ის უკვე რამდენიმე წელია პოლიტიკური ნიშნით იბლოკება, ასევე პოლიტიკური ნიშნით არის დაბლოკილი მომღერალი სოფო ნიჟარაძეც, რაც შეეხება ლელა წურწუმიას, მომღერლის პროდიუსერი კახა მამულაშვილია ცხადებს, რომ მათ უბრალოდ არ დაუკავშირდნენ, თუმცა სხვა შემთხვევაშიც, საახალწლო გრაფიკი უკვე გაწერილი აქვთ.

ცნობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ლელა წურწუმია თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე, რომელიც „საშობაო სოფელში“ გაიმართა მონაწილეობას იღებდა.

რაც შეეხება, საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეთა სრულ სიას, ის ასე გამოიყურება:

ნატო მეტონიძე;

სტეფანე და სტეფანია (მღებრიშვილები);

ეკა მამალაძე;

ნუკრი კაპანაძე;

ეკა კახიანი;

ლიზა ბაგრატიონი;

ნატა ქუთათელაძე;

დათო ალადაშვილი;

ნიკა კოჩაროვი;

ანასტასია ვასაძე, ოთო ბაზერაშვილი, ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი;

მაია ჯაბუა;

გიორგი მახარაშვილი;

სოფო გელოვანი;

მარიამ ებრალიძე;

ანრი ჯოხაძე;

ანა დოიაშვილი;

საბა მიქელაძე;

ნინა სუბლატი;

ლიკა სირაძე;

სანდრო მოსეშვილი;

საბა ჩაჩუა;

თინათინ დათიკაშვილი;

მარიამ როინიშვილი;

კონსტანტინე ყიფიანი;

ნიკოლოზ ქაჯაია.

ანსამბლები:

“ერისიონი”;

“შვიდკაცა”;

“მართვე”;

გორის გოგონათა გუნდი.

 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები