1.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 1, 2024

ვინ არის რეალური მკვლელი? – ქორწილში მომხდარი მკვლელობის საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს

პოპულარული

ქორწილში მომხდარი მკვლელობის საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს.  მოკლულის ოჯახი ამტკიცებს, რომ 29 წლის ჯავიდ მამედოვის მკვლელი თავისუფალია.  უმძიმესი დანაშაული კი საკუთარ თავზე რეალური დამნაშავის ძმამ აიღო. ამ ინფორმაციას მამედოვები კამერების ჩანაწერებზე და თვითმხილელებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

საგარეჯოს ერთ-ერთ სოფელში ჩხუბი მეზობლებს შორის ვალის გამო დაიწყო. მაჰმუდოვებმა შვიდი სული ცხვარი იყიდეს, მამედოვს კი ფული არ გადაუხადეს. მოვალეზე მაჰმუდოვებმა ჯგუფურად იძალადეს.ჩხუბში ქალებიც მონაწილეობდნენ. ერთ-ერთმა კი ახალგაზრდასს დანა გულსა და მუცელში ჩაარტყა. 29წლის ჯავიდ მამედოვი ადგილზე გარდაიცვალა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები