1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

ვინც ხმას მისცემს იმპიჩმენტს, მონაწილეობას მიღებს ინტეგრაციისთვის დაბრკოლების შექმნაში – დეკანოიძე

პოპულარული

“ვინც ხმას მისცემს იმპიჩმენტს, მონაწილეობას მიღებს ევროატლანტიკური, ინტეგრაციისთვის დაბრკოლების შექმნაში” – ასე ეხმიანება პარტია “ევროოპტიმისტების” წევრი ხატია დეკანოიძე პრეზიდენტის შესაძლო გადაყენების საკითხს.

დეკანოიძეს მოლოდინი აქვს, რომ გადაწყვეტილება “ქართული ოცნებისთვის” მისაღები იქნება.

ოპოზიციონერი პირდაპირ ამბობს, რომ მას არ შეუძლია პასუხისმგებლობის აღება ოპოზიციონერ დეპუტატების ხმებზე.

ჩემი მოლოდინი არის, რომ ეს იქნება “ქართული ოცნებისთვის” მისაღები გადაწყვეტილება. მე მეეჭვება პირადად, რომ სასესიო დარბაზში “ქართულმა ოცნებამ” მოაგროვოს 100 ხმა, ჯერჯერობით მე ამის რესურსს ვერ ვხედავ და არც აქამდე  ვფიქრობდი, რომ არ იყო საჯარო და არ იყო თვალსაჩინო ეს რესურსი, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ მე არ შემიძლია პასუხისმგებლობა ავიღო იმ ადამიანებზე, ვინც წარმოადგენს ოპოზიციას და ასეთია ბევრი ჩემს გარდა. ისინი, ვინც ხმას მისცემს იმპიჩმენტს ეს ადამიანები მონაწილეობას მიღებენ საქართველოს ევროატლანტიკური კურსის და ინტეგრაციისთვის დაბრკოლების შექმნაში”, – ამბობს “ევროოპტიმისტების” წევრი, ხატია დეკანოიძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები